საბერძნეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს არალეგალი მიგრანტების უკანონო გადაყვანის გამო 290 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა, რომელსაც მიგრანტები თურქეთიდან საბერძნეთში გადაჰყავდა, მიმდინარე წლის აპრილში გამოაშკარავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომლის დროსაც ირანის მოქალაქე დაიღუპა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ჯგუფის წევრები 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით ტრეფიკინგის ცხრა ოპერაციაში იყვნენ ჩართული.