ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე თბილისელებს “ინტერის” ფეხბურთელებივით უყურებს – ხაბეიშვილმა კალაძეს “ინტერის” მაისური მიუტანა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერისთვის მილანის “ინტერის” ფორმა მიიტანა.

ხაბეიშვილის განცხადებით, კალაძე თბილისელებს როგორც “ინტერის” ფეხბურთელებს ისე უყურებს.

„თბილისური და ქალაქური არ ესმის მერს, არაფრის გათვალისწინება არ უნდა. ის სულ ხალხის წინააღმდეგ არის. დედაქალაქის მერს მის ენაზე მინდა დაველაპარაკო – ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა, „მილანი“ და მილანის „ინტერი“ არიან დაპირისპირებული. კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც „ინტერის“ ფეხბურთელებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს. თბილისელები „ინტერის“ ფეხბურთელები არ არიან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

იტვირთბა....