არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაგამარცხებთ II ტურშიც და თქვენ განაგრძეთ საუბარი დესტაბილიზაციაზე…”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის მხრიდან, ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია და კერძოდ, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავენ და რევოლუციის გზით გეგმავენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.

“ქართულ ოცნებას,

დესტაბილიზაცია არის თქვენი წინასაარჩევნო ერთადერთი საყვარელი თემა, რომელიც არჩევნების შემდეგ გავიწყდებათ… სინამდვილეში ერთადერთი ძალა ვისაც შემოაქვს დესტაბილიზაცია ქვეყანაში – ხართ თქვენ! სწორედ ქართული ოცნების დანაშაულებრივმა შეცდომებმა გამოიწვია უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა:

დესტაბილიზაცია არის როდესაც თქვენი უგუნური პოლიტიკა აიძულებს 800 ათას კაცს დატოვოს სამშობლო.

დესტაბილიზაცია არის ლარის გაუფასურება 1.65 დან 2.75 მდე.

დესტაბილიზაციაა, როდესაც 1 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება ხოლო 150 ათასი ბავშვი შიმშილობს.

დესტაბილიზაციაა, როდესაც პედოფილებს, მკვლელებს და ყაჩაღებს ამნისტიით და შეწყალებით უშვებ.

დესტაბილიზაციაა, როდესაც დათუნა სარალიძის მკვლელის დასჯის ნაცვლად ზაზა სარალიძეს წაუყენებ ბრალს.

დესტაბილიზაციაა, როდესაც არ ისჯებიან მაჩალიკაშვილის, კოდორის ოპერაციის მონაწილეთა მკვლელები.

დესტაბილიზაციაა, როდესაც არჩევნებს აყალბებ, ხოლო ოპოზიციის წევრებს თავს ესხმით, სამსახურებიდან ყრით და მაქსიმალურად ავიწროვებთ მათ ოჯახებს.

დესტაბილიზაციაა, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ძალა ოპოზიციას უწყობთ აქციებს.

მოკლედ, ძალიან მშვიდად, ორგანიზებულად, მტკიცედ და უპირობოდ დაგამარცხებთ მეორე ტურშიც და თქვენ კი განაგრძეთ საუბარი დესტაბილიზაციაზე არჩევნების შემდეგაც..” – წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, 2 დეკემბრამდე საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ.

იტვირთბა....