ირლანდიური საავიაციო სამსახური იძიებს შეტყობინებას ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ნათელი შუქის და უცხოპლანტელების შესაძლო გამოჩენის შესახებ. აღშნინულის შესახებ ინფორმაციას BBC -ს ავრცელებს.
ფაქტი ფიქსირდება 9 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 06:47-ზე, მაშინ როდესაც ბრიტანეთის ავიახაზების პილოტი დაუკავშირდა საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურს.
პილოტს სურდა დაეზუსტებინა, მიმდინარეობდა თუ არა აღნიშნულ ზონაში სამხედრო წვრთნები, რადგან იმ მიდამოებში “რაღაც ძალიან სწრაფად მოძრაობდა”.
საჰაერო კონტროლის ოპერატორმა განმარტა, რომ აღნიშნულ ზონაში არანაირი სამხედრო წვრთნები არ მიმდინარეობდა.
პილოტი, რომელიც მოფრინავდა კანადის, ქალაქ მონრეალიდან ჰიტროუს აეროპორტში, განაცხადა რომ მან შენიშნა “ძალიან მკვეთრი ნათება” და გაურკვეველი საფრენი საშუალება მიუახლოვდა თვითმფრინავს მარცხენა მხრიდან და რამოდენიმე წამში “ჩრდილოეთისკენ უსწრაფესად არ იცვალა კურსი”.
პილოტის განცხადებით, მან არ იცოდა რა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ აღნიშნულ ობიექტს არ ქონია შეჯახების სურვილი.
სხვა თვითმფრინავის (Virgin plane) პილოტის განცხადებით, მანაც შენიშნა აღნიშნული ტრაქტორიით მოძრავი ერთდროულად რამოდენიმე მკვეთრად განათებული ობიექტი, მისი თქმით ეს შესაძლოა ყოფილიყო მეტეორები.
აღნიშნულ ფაქტს იძიებს ირლანდიის საავიაციო სააგენტო.