aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სიძულვილის ენა და მუქარები”: ევროკავშირის ელჩი საარჩევნო გარემოზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო შეაფასა. მისი თქმით, ის ხედავს საკმაოდ ნეგატიურად განვითარებულ წინასაარჩევნო კამპანიას, მაგრამ ეს არის კანდიდატების არჩევანი.

„ჩვენ კვლავ ვხედავთ საკმაოდ ნეგატიურად განვითარებულ წინასაარჩევნო კამპანიას, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ესეც არჩევანია, ეს არის კანდიდატების არჩევანი, რომლებიც ამ კამპანიაში მონაწილეობენ. რაც არის მიუღებელი, რა თქმა უნდა, ეს არის სიძულვილის ენა და ის მუქარები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებიდან და სხვადასხვა კანდიდატის მიმართ ისმის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გამოძიება, რომელიც ამ მუქარებთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, წარმატებით დასრულდება”,- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, 2 დეკემბრამდე საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ.

იტვირთბა....