ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ნათქვამი არ გაკვირვებია.
“ჩემთვის საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დასრულდა მაშინ როცა 9 აპრილის საღამოს “ვრემიამ” გვაუწყა რომ მომიტინგეები “ჭყლეტაში დაიღუპნენ,” погибли в давке.
იმ დღეებში მარკ ზახაროვმა მოგვისამძიმრა ტელეეკრანიდან – ბევრი ვერაფერი თქვა (არ იყო ასე იოლი), მაგრამ მიგვახვედრა აქ ყველაფერი ვიცითო. რუსებმაც იცოდნენ რა მოხდა სინამდვილეში და ნორმალურმა რუსებმა ეს განიცადეს.
მეჩითოვისგან კი სულ არ გამკვირვებია. 2014 წელს “იმედზე” დამისვეს როგორც “მეორე ექსპერტი” და გულწრფელი ისტერიულობით ამართლებდა ყირიმის ანექსიასა და ომს დონბასში”, – წერს შარაშენიძე.
შეგახსენებთ, რომ მეჩითოვის განცხადებით, 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები არა ნიჩბის დარტყმით, არამედ ჭყლეტის შედეგად გარდაიცვალნენ.