ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე: ზურაბიშვილმა აირჩია გზა, რომლითაც სამხედროებს და შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდება

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მუქარის ფაქტები თუ არსებობს, აუცილებლად უნდა გამოიძიონ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ზურბიშვილის მთავარი პრობლემაა ის არის, რომ მან თავიდანვე აირჩია გზა, რომლითაც სამხედროებს და ზოგადად, შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდება.

„ამ ქალბატონის მთავარი პრობლემაა ის, მან თავიდანვე აირჩია გზა, რომ სამხედროებს და ზოგადად, შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდება. როგორ შეიძლება, მთავარსარდალი იყოს. არ ვიცი რაზე საუბრობს. თუ არის მიწერ-მოწერა აუცილებლად უნდა გაარკვიოს შესაბამისმა სამსახურმა. აღვნიშნავ, რომ იგივე ძალადობის ფაქტზე, ახალქალაქში არაფერი მომხდარა ჯერ, ჩვენი შტაბის წევრებზე ძალადობას ვგულისხმობ. ამ განცხადებაზე კი, რაღაც სიუჟეტის შექმნას შეეცდება „ქართული ოცნება“. ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ყველანაირი პერსონალური ძალადობის. თუ რამე იყო სალომე ზურაბიშვილის მისამართით, გამოიძიონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იტვირთბა....