ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ – თანასწორობის მოძრაობა

“თანასწორობის მოძრაობის”ინფორმაციით, 7 თავდამსხვმელი ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.

ორგანიზაციის ცნობით, აზარალებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” საველე ოფიცერია.

“დღეს, 12 ნოემბერს გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გამთენიისას 2 საათზე მოხდა. 7 თავდამხსმელი ფიზიკურად გაუსწორდა ტრანსგენდერ ქალს. მას დაზიანებები აქვს მიყენებული სახისა და თვალის არეში, დაზიანებული აქვს ყბის ძვლები, მიღებული აქვს ტვინის შერყევა. დაზარალებული ტრანსგენდერი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ თავდამსხმელები მერსედესის მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. დაზარალებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” საველე ოფიცერია. იგი ჩართულია ტრანსგენდერი ქალების, მათ შორის სექსმუშაკი ტრანსგენდერი ქალების, ცხოვრების გაუმჯობესებაში და ეხმარება მათ სხვადასხვა სერვისის მიღებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ტრანსფობიურ ნიადაგზე არაერთი ადამიანია დაზარალებული, მათ შორის ორი ტრანსგენდერი ქალი ბოლო წლებში ტრანსფობიის ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმების გამო დაიღუპა. ტრანსგენდერი ადამიანები ერთერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია”, – ნათქვამია “თანასწორობის მოძრაობის” განცხადებაში.

შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....