საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ არქივის ვიდეოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო, ეხმიანება.
ცქიტიშვილის განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს რუსეთის პროვოკაციას წამოეგო.
„ეს ვიდეო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, მიუხედავად ძალიან ბევრი გაფრთხილებისა, რომელიც იმ პერიოდში ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღეს. ხელისუფლებამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და რუსეთს მისცა საშუალება, სრული ინტერვენცია განეხორციელებინა. ეს ის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკრიტიკებდით“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.