აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახიანი: საოკუპაციო ზოლთან ჩასვლის მორალური უფლება თუ ვინმეს არ აქვს, ეს არის ენმ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, საოკუპაციო ზოლთან ჩასვლის მორალური უფლება თუ ვინმეს არ აქვს ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“.

მისივე შეფასებით, რაც გუშინ სოფელ ატოცში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებამა გააკეთეს სამარცხვინოა.

„ეს იყო სამარცხვინო საქციელი, რომელიც ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მხრიდან. სამწუხაროა, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ლაიტმოტივი გასდევს მათ ქმედებებს. თუმცა ამით ისინი სალომე ზურაბიშვილს ვერაფერს ავნებენ, მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ. თუ საოკუპაციო ზოლთან ჩასვლის მორალური უფლება ვინმეს არ აქვს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის გუნდი, რომლის უგუნურმა პოლიტიკამაც მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ”, – განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ სოფელ ატოცში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

იტვირთბა....