ახალი ამბები საზოგადოება

გერმანელი ექსპერტები ტყიბულში, მინდელის შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ 

გერმანიიდან მოწვეული ექსპერტები, დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ტყიბულის შახტში ჩავლენ და იმ ადგილს დაათვალიერებენ, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.

აღნიშნული ჯგუფი მინდელის შახტში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. მათთან ერთად იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ექსპერტების თქმით, სამუშაო პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასკვნა მას შემდეგ იქნება ცნობილი.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის,  ბექა ფერაძის განცხადებით, ექსპერტიზა, პრაქტიკულად, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„უკვე დაიწყება შახტის ვიზუალური დათვალიერება. პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში მოხდება ექსპერტების აქ გაჩერება. და პერიოდულად შევძლებთ როდესაც რეპორტები დაიწერება, პირველი რეპორტის წარმოდგენა გათვალისწინებულია ორი კვირის შემდგომ, და მეტ დეტალიზაციაზე შევძლებთ ამის შემდგომ ვისაუბროთ,“-განაცხადა შრომის ინსპექციის უფროსმა ბექა ფერაძემ.

იტვირთბა....