სომხეთის პოლიციამ ე.წ “კანონიერი ქურდი”, 43 წლის მერაბ კალაშოვი ნუბარაშენის რაიონშ დააკავა.
სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე შეატყობინა ინტერპოლს საერთაშორისო ძებნილის აღმოჩენისა და დაკავების შესახებ.
კალაშოვს 2015 წლიდან, საფრანგეთის პროკურატურის მიერ იძებნებოდა. მას ბრალი დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვებასა და ფულის გათეთრებისთვის დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი.