ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საბავშვო ბაღ “ეკოს” ფსიქოლოგი ბავშვებთან მიდგომის ორიგინალურ მეთოდებზე საუბრობს

თქვენი შვილის განვითარებისთვის სწორად შერჩეული საბავშვო ბაღი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, „მეტრონომმა“ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ  ბაღი რომლისთვისაც უმთავრესი პრიორიტეტი სიყვარული და ოჯახური გარემოა. საბავშვო ბაღი “ეკო” – ეს არის ოჯახი, სადაც თქვენი პატარა, ცოდნასთან ერთად, უდიდეს სიხარულსა და სიყვარულს მიიღებს. საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე გვესაუბრა ყველა იმ დეტალზე, რომელიც ბავშვის აღზრდისთვის უმნიშვნელოვანესია. საბავშვო ბაღი “ეკოს” ადმინისტრაცია მაქსიმალურად ჩართულია ბავშვების განვითარებაში.

მეტრონომი“: ქალბატონო ნინო გაგვიმარტეთ, როგორია ფსიქოლოგის როლი ბავშვის ცხოვრებასა და აღზრდაში?

ნინო კერესელიძე: ფსიქოლოგის როლი ბავშვის ცხოვრებაში და აღზრდაში წესით მინიმალურია, ვინაიდან ყველა როლი რაც გულისხმობს ბავშვის აღზრდა-განათლებას, არის მშობლის ერთ როლში გაერთიანებული. საჭიროების შემთხვევაში, იქნება ეს  რთული ქცევის მართვა თუ კრიზისული სიტუაცია, როდესაც მშობელს სჭირდება დახმარება, სწორედ მაშინ ერთვება ფსიქოლოგი ბავშვის განვითარებაში და დაკვეთიდან გამომდინარე ახორციელებს საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოს, რაც გულისხმობს იმას, რომ იყოს დამხმარე ბავშვის პიროვნული ზრდის და განვითარების გზაზე.

მეტრონომი“:  რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ფსიქოლოგისა და ბაღის დირექციის ერთობლივი მუშაობა?

ნინო კერესელიძე: არსებითად მნიშვნელოვანია, ერთ ენაზე საუბრობდეს ბაღის ადმინისტრაცია და ფსიქოლოგი. ვინაიდან ფსიქოლოგის უფლება-მოვალეობაში შედის ბავშვებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი იქნებიან  დაცული ემოციური და ფიზიკური საფრთხისგან. ასევე ექნებათ გარემო, სადაც შეძლებენ შემოქმედებით ზრდას. ეყოლებათ კვალიფიციური კადრები, რომლებიც იზრუნებენ მათ განვითარებაზე. იმისთვის, რომ ყველა ეს პუნქტი შესრულდეს აუცილებლად უნდა არსებობდეს ადმინისტრაციის სურვილი და ნება, ვინაიდან მარტო ფსიქოლოგი ვერაფერს გახდება თუ არ ექნება ხელშეწყობა გარემოს, ამ შემთხვევაში კი ბაღის ადმინისტრაციის მხრიდან.

მეტრონომი“: როგორ აისახება ბავშვის განვითარებაზე ფსიქოლოგი?

ნინო კერესელიძე:  ასე კონკრეტული ასახვა ნაკლებად არის, უბრალოდ ფსიქოლოგის მოვალეობა და როლია დააფიქსიროს  საკითხები, რომლებზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება, დაეხმაროს მშობელს ბავშვის აღზრდის ფსიქო-ემოციურ საკითხებში. შეძლოს და მოახერხოს ბავშვებში ჰარმონიული გარემოს შექმნა და მათი აღზრდა-განვითარებისთვის საჭირო უნარების გამომუშვება და განვითარება.

მეტრონომი“: რა მეთოდებით ცდილობთ ბავშვებთან ურთიერთობას, იყენებთ თუ არა რაიმე თერაპიას ( როგორც ვიცი თქვენს ბაღში არის არტთერაპია) და ესაჭიროება თუ არა ყველა ბავშვს მსგავსი თერაპიები?

ნინო კერესელიძე: ყოველ სიტუაციაში ვმუშაობ განსხვავებულად, ეს დამოკიდებულია საკითხზე, რომელზე მუშაობაც არის საჭირო იმ განსაკუთრებულ სიტუაციაში. რაც შეეხება  კონკრეტულ მიმართულებას, ბავშვებთან ხშირად ვიყენებ არტ-თერაპიას, რაც  რა თქმა უნდა, ნებისმიერ ბავშვთან ტარდება და აბსოლუტურად უსაფრთხოა. ეს არის საკმაოდ დიდი შედეგის მომცემი. შესაბამისად, ხშირად ვიყენებ როგორც პასტელებით მუშობას, ასევე თიხას, რაც განსაკუთრებულად კარგ შედეგს იძლევა აგრესიაზე და ბრაზზე მუშაობისას.

მეტრონომი“: რამდენად ხართ კომუნიკაციაში მშობლებთან, როგორც თქვენ ასევე ბაღის დირექციაც?

ნინო კერესელიძე: მშობლებთან  ყოველკვირეული შეხვედრები მაქვს, საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალურადაც, რა თქმა უნდა, თუ არის მათი მოთხოვნა. თუმცა, ვმოქმედებ ხოლმე ჩემი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარეც, რაც კონკრეტული  ეტაპისთვის არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის. გაფართოებული და ჯგუფური შეხვედრები მაქვს ყოველი თვის ბოლო კვირაში, როდესაც ხდება ყველაზე აქტუალური თემების გარჩევა და ღია ლექციების ჩატარება მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

მეტრონომი“: რა დოზით უნდა დავაბალანსოთ ბავშვთან სწვალებისა და თამაშის პროცესი? რამდენად მნშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის ცალკე აღებული თამაში და ცალკე აღებული სწავლა?

ნინო კერესელიძე: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საბავშო ბაღის აღსაზრდელზე, აქ სწავლა  ცალკე აღებული არ  არსებობს. ნებისმიერი საკითხის შესწავლის ერთადერთი ფორმა და მეთოდი თამაშია. სხვა ყველა დანარჩენი შემთხვევა არის განწირული კრახისკენ. ბაღის ასაკი ეს არის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თამაში ბავშვთან და თამაშით დამყარებული ურთიერთობები. “ეკოში” ეს ძალიან  კარგად არის დაცული ვინაიდან ყველა სასწავლო მასალა და თემატიკა არის დაყვანილი და გამარტივებული თამაშის დონემდე, რასაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გავლენა აქვს სწავლაზე და ასევე საერთო განწყობაზეც სწავლის მიმართ, რომელიც ჩვენს აღსაზღდელებს აქვს.

მეტრონომი“: თუ ბავშვს გაუჭირდა ბაღთან ადაპტაცია რა მეთოდებს მიმართავთ?

ნინო კერესელიძე: მსგავსი სიტუაციები ინდივიდუალურია. გააჩნია ბავშვის დამოკიდებულებას მშობელთან, ან თუნდაც მიზეზსს, თუ რა იწვევს ბაღთან ადაპტაციის  გართულებას. თითოეულ ასეთ შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ, გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია მშობელთან და ერთობლივად ვსახავთ  სამოქმედო გეგმას, რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება ბავშვისთვის.

მეტრონომი“: როგორც ფსიქოლოგი გთხოვთ გვესაუბრეთ და შეგვიფასეთ საბავშვო ბაღი ეკოდა მათი დამოკიდებულება ბავშვებისა და მათი აღზრდის მეთოდების მიმართ

ნინო კერესელიძე: საბავშვო ბაღში “ეკო” ნამდვილად არის ჰარმონიული და მშვიდი გარემო, თითოეული გუნდის წევრი მაქსიმალურად მომართულია ბავშვების ზრდა-განვითრებისკენ და მაქსიმალურ სითბოს გასცემენ. ამ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ხშირად ბავშვებს განსაკუთრებით აქვთ ჩახუტების მოთხოვნილება, რომელიც, როგორც მე გამოვიკითხე, ხშირად არც ისე ხშირია ოჯახებში. ამიტომ აბ ბაღში მაქსიმალური სითბოსა და სიყვარულის გაცემა ხდება აღმზრდელების და ადმინისტრაციის მხრიდან. ეს არის გარემო, სადაც ნამდვილად არიან ორიენტირებული ბავშვზე.

საბავშვო ბაღი ,,ეკო” საუკეთესო არჩევანი თქვენი პატარებისთვის

 #აქსიყვარულია

იტვირთბა....