არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზაქარია ქუცნაშვილი: ენმ და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთს უსირცხვილოდ ეფერება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ერთ ოჯახს დაუბრუნდნენ.

მისივე შეფასებით, ისინი ერთი ლექსიკით საუბრობენ და ზაპოროჟეცისა და ჟანგიანი ადამიანების ძახილის შემდეგ, ერთმანეთს უსირცხვილოდ ეფერებიან.

ქუცნაშვილის თქმით, ვიღაცის გათვლა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფა ორივე ფრთის დასუსტებას გამოიწვევდა, მცდარი აღმოჩნდა.

„ეს ადამიანები გულწრფელები არასოდეს იყვნენ. ყოველთვის კონიუნქტურით ხელმძღვანელობდნენ. თუ მათ რიტორიკას დააკვირდებით, იგივეა 7 ნოემბრამდე და მას შემდეგ. ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნის რიტორიკა იგივე აქვთ, ისევ მტრებზე საუბრობენ. თუ ქართველი ხალხი მტერია, მტერი ნიშნავს, რომ გაანადგურო და მოკლა. მათ შორის არსებით ცვლილებებს ვერ ვხედავ. გული მწყდება იმაზე, რომ ვიღაცის გათვლა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფა ორივე ფრთის დასუსტებას გამოიწვევდა, მცდარი აღმოჩნდა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას ჰელსინკიში შეხვდა. „ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ.

იტვირთბა....