კალიფორნიის შტატის ქალაქ Thousand Oaks-ში, ერთ-ერთ ბარში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა.
როგორც BBC პოლიციაზე დაყრდნობით წერს, სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი დაშავდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით, 23 საათსა და 20 წუთზე მოხდა.
სამართალდამცავები ამ წუთებშიც ცდილობენ სიტუაციის კონტროლზე აყვანას.
ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა დამნაშავე.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი The Guardian-თან საუბრისას იხსენებს, მამაკაცმა მრავალჯერ გაისროლა შემდეგ კი ბარში კვამლის შემცველი ბომბი გაუშვა.
მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, შემთხვევის ადგილთან ახლოს არ მივიდნენ.