როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ საჯარო სკოლების მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა, 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.
მინისტრის მოადგილემ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პილოტის რეჟიმში სწავლების ახალი მოდელის და ტექნოლოგიების დანერგვა მოხდება, რაც მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასებზე იმოქმედებს.
“2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.”-აღნიშნა აბულაძემ.