არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს”: სააკაშვილი ამბობს, რომ უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ივანიშვილი ცესკო-ზე ზეწოლას ახდენს და საარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნას არა დასვენების დღეს, არამედ შუა კვირაში გეგმავს. მისი თქმით, ამით ივანიშვილს სურს ვაშაძის ამომრჩევლებს ხმის მიცემაში ხელი შეუშალოს.

“მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილის დავალებით ე.წ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, აპირებს არჩევნების დანიშვნას, უპრეცედენტოდ, სამუშაო დღეს, ან 27-ში ან 28-ში, სამშაბათს ან ოთხშაბათს.  წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო – ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს თბილისში და სხვა ქალაქებში და ისინი კვირაობით მიდიან ტრანსპორტით სახლში, რომ მისცენ ხმა, ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში რომელიც მასობრივად არიან მხარდამჭერი ვაშაძის, დადის კვირაობით იმიტომ რომ ჩვეულებრივ დღეებში ეს ხალხი მუშაობს იმიტომ რომ არჩენენ ოჯახებს. ივანიშვილი მათ უკეტავს არჩევნებზე მისვლის გზას. სამაგიეროდ ქართული ოცნების მხარდამჭერებს გაანთავისუფლებენ სამსახურებიდან, დასვავენავტობუსებში და წაიყვანენ ხმის მისაცემად. ეს არის იმდენად საზიზღარი მანიპულაცია, იმდენად დაცინვაა ქართველი ხალხის ნების, იმდენად უკანონობაა, არალოგიკურია, რომ პრაქტიკულად ივანიშვილმა გამოაცხადა წინასწარ რომ ყველაფერზე წავა, ვერ უშველის მას ეს ხრიკები. ხალხო მოვემზადოთ იმისთვის რომ სამუშაო დღესაც გამოვიდეთ,”-აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური, კანონით, 2 დეკემბრამდე უნდა დაინიშნოს.

იტვირთბა....