საუდის არაბეთში კიდევ ერთი ჟურნალისტი, თურქი ბინ აბდულ აზიზ ალ-ჯასერი აწამეს და მოკლეს.
გამოცემის მონაცემებით, ჟურნალისტი ციხეში მოკლეს. ის 2017 წლის მარტში დააკავეს. ალ ჯასერი Twitter-ზე ჩინოვნიკების და სამეფო ოჯახის წევრების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების შესახებ წერდა. ის არაბმა ჯაშუშებმა დუბაიში, Twitter-ის ოფისში აღმოაჩინეს. წყაროს ცნობით, ეს ჯაშუშები შეკრულები იყვნენ საუდის არაბეთის უფლისწულის მრჩეველთან, რომელიც ერთი თვის წინ სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში თანამდებობიდან დაითხოვეს.
საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ჰაშაღი სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც ის მოკლეს.