ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, სოფელ ათოცში, ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გაბმასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
როგორხ ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის კიდევ ერთი მაგალითი ტერიტორიულ სუვერენობის ხელყოფისა.
სოფელ ათოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ტერიტორიულ სუვერენობის ხელყოფისა! დასაგმობი და არა მხოლოდ დასაგმობი ! ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, რომ დავიწყოთნ ჩვენ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად . ამ მიმართულებით პრეზიდენტის ფუნქციაში მოსვლის თანავე შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ათოცში ე.წ. მესაზღვრეებმა მავთულხლარტების გაბმა 6 ნოემბერს დაიწყეს.