ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში მავთულხლართების გაბმა “სამხედრო გეტოს” შემოსაზღვრასთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა შე3აფასა.
დღეს, რასაც აკეთებენ ესენი, ეს არის ის, რომ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო, რომელშიც ცხოვრობს 20-30 ათასი მოსახლე, ფაქტობრივად, დაცარიელებული ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ და მათთვის, ვინც იქ არის დარჩენილი, ქმნიან გაუსაძლის პირობებს”, — განაცხადა ციხელაშვილმა ატოცში ყოფნისას.
შეგახსენებტ, რომ 6 ნოემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების უკანონო გაბმა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.