ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვენდის” ქართულმა რესტორანმა საერთაშორისო “ვენდისისგან” 5 წლიანი წარმატებუილი ბიზნეს საქმიანობისთვის ჯილდო მიიღო

“ვენდის” ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო “ვენდისისგან” 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება “ვენდის” ქართულ რესტორანებს სწრაფი განვითარების ტემპების მზარდი გაყიდვების სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხისა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო.

დაჯილდოების ცერემონიალი თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდ “ვენდის” საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი რაჯეევ საბარვალ რაჯივი, “ვენდის” საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი ჯონ პეინი, “ვენდის” საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და “ვენდის” საერთაშორის მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე დაესწრო.

“ვენდის” გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის განცხადებით სიმბოლურია რომ საერთაშორისო ვენდიმ” ჯილდო თბილისში მდებარე ყველაზე დიდ “ვენდის” რესტორანში გადმოგვცა.

“საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით ჩვენ შევძელით  გაგვეზიარებინა საერთაშორისო “ვენდისთან” ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები – საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები – “ხარისხი ჩვენი რეცეპტია”. საქართველოში “ვენდის” არსებობის ისტორიაში დღეს არის ყველაზე გამორჩეული დღე, რადგან 5 წლიანი წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის ჯილდო პროდუქტისა და მომსახურების გამორჩეულად მაღალი ხარისხის შექმნისთვის ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა. მადლობა ყველას ვინც ეს დიდი აღიარება და წოდება მოგვანიჭა” – განაცხადა გიორგი მშვილდაძემ.

დღეს ვენდისში ასევე დააჯილდოვეს წლის საუკეთესო თანამშრომლები.

როგორც “მეტრონომს” თბილისი მოლის “ვენდის” მენეჯერმა  ქეთევან ჩოგოვაძემ განუცხადა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჯილდო.

“როდესაც ამდენი ადამიანია გუნდში, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, როდესაც შენ გარჩევენ. შესაბამისად ძალიან ბედნიერი სტატუსი მაქვს. შრომა, გუნდთან ერთდ მუშაობა, მომხმარებელთან ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია. მთავარია კმაყოფილი მომხმარებელი” – განაცხადა ქეთევან ჩოგოვაძემ.

იტვირთბა....