მოძრაობა „არა ნაციზმს“ დღეს რუსთაველის გამზირზე, 16:00 საათზე, მშვიდობიან მსვლელობას – „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გამართავს.
როგორც მოძრაობის წევრები განმარტავენ, ეწინააღმდეგებიან ენმ-ის რეანიმაციას.
„სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ 7 ნოემბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აწყობს მშვიდობიან მსვლელობას „გვახსოვს 7 ნოემბერი“. სახალხო მოძრაობის დამფუძნებლები: შვილმოკლული მშობლები, სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებული ადამიანები და ახალგაზრდები, რომლებიც ნაციზმის რეანიმაციას ეწინააღმდეგებიან, მოუწოდებენ მოსახლეობას, გააქტიურდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და საბოლოოდ უთხრან უარი მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლებას.
ამასთან, ორგანიზაციის „არა ძალადობას!“ დამფუძნებლები, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და 2004 წელს, პატრულის მიერ, დიდუბის ეკლესიის წინ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი მიმართავენ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც მონაწილეობდა 7 ნოემბრის აქციაში, ან უთანაგრძნობს მოძრაობას ნაციზმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში, მოვიდეს ხვალ ოპერასთან, რათა ერთად ვუთხრათ უარი უსამართლობას, ახალგაზრდების მასობრივ მკვლელობებს, უკანონო პატიმრობას, ადამიანების წამებას, ელიტარულ კორუფციას, ცილისწამებას და ქონების დატაცებას!“, – აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე კი, 14:00 საათზე, რუსთაველის თეატრში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო შეკრება გაიმართება.
Gepostet von Ia Metreveli am Montag, 5. November 2018