„ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი მიმართვა გამოწვეული იყო იმით, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში მან აბსოლუტურად შეცვალა რეალობის აღქმა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
ხუხაშვილის შეფასებით, ივანიშვილი რეალობის დანახვამ მიწაზე დაანარცხა.
“თუ ვნახავთ ჯერ ინტერვიუებს და მერე ამ გამოსვლას დავინახავთ, რომ სრულიად საპირისპირო განწყობა იყო მისი მხრიდან გადმოცემული. ის ძალიან შეიცვალა და ტრავმირებული იყო იმ შედეგებით, რაც ნახა, მაგრამ არ იმიტომ, რომ შეეშინდა, არამედ იმიტომ, რომ რეალობას სხვანაირად აღიქვამდა, დარწმუნებული იყო, რომ მისი ავტორიტეტი იყო მაღალი, რომ გამარჯვება არ იქნებოდა პრობლემა და რეალობამ ის დაანარცხა მიწაზე.
მისი მიმართვა განპირობებული იყო მოკლევადიანი , ტაქტიკური ამოცანების შესრულებით ანუ არჩევნების გადაგორებით თუ რეალობის დანახვამ მას გრძელვადიანი ხედვა გაუხსნა და ამოცანები დაუსახა…არ მინდა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ არ ვიცი და არ იქნება სწორი”, – განაცხადა ხუხაშვილმა.