ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ხათუნა თოთლაძე: ყველაზე დიდი უსამართლობა ბადრი პატარკაციშვილის მოღალატედ გამოცხადება იყო

იმედის დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ არავის დაავიწყდება ის, რაც 11 წლის წინ თავს დაატყდა არამარტო ტელეკომპანია იმედს, არამედ მთელ ქვეყანას.

თოთლაძის თქმით, ყველაზე დიდი უსამართლობა თანმდევი ტერორის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის მოღალატედ გამოცხადება იყო.

„წარმოიდგინეთ მაშინ ჩვენთვის იმედიც კი მოკვდა – იმედი, რომელიც არ იყიდებოდა… ეს არ იყო მხოლოდ „იმედის დარბევა. ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება. ამით დაისაჯა არამარტო ერთი კონკრეტული ოჯახის წარმომადგენელი – ბადრი პატარკაციშვილი, ამით დასაჯეს თავისუფალი სიტყვა საქართველოში“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

საქართველოს პროკურატურამ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის და მისი დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. სასამართლოში საქმის განხილვა 27 ივნისს დაიწყო.

ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს პატიმმრობა 2014 წლის 1 აგვიტოს შე­ე­ფარ­დათ.

იტვირთბა....