ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ზვიად ძიძიგური: საერთოდ, ვიცი რა გავლენა აქვს ფარცხალაძეს

“ფარცხალაძე არ არის ისეთი გავლენიანი ფიგურა, როგორადაც ის წარმოაჩინეს, საერთოდ არც კი ვიცი რა გავლენა აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში განაცხადა.

ძიძიგური არ თლის, რომ ოთარ ფარცხალაძის 5000 ლარით დაჯარიმება არჩვნებს უკავშირდება.

“ეს არის პროცესი, რომელიც ერთი წლის წინ მიმდინარებოდა და ჰპოვებს კალენდარულ გაგრძელებას. საქართველოში იმის გამო, რომ ჩხუბი მოხდა, არავის იჭერენ. ის ბრალდებები, რომლებიც მის მიმართ ისმის, უკანონო შემოსავლებზე, სარდაფის ეპიზოდებზე, ვფიქრობ, გაცილებით მძიმეა, ვიდრე ის, რომ სადღაც კლუბში მოხდა ჩხუბი. მაინტერესებს ის გამოძიება რა ფაქტებს დადებს და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის, რომ თურმე იმ დროსაც, როდესაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, არსებობს ბუნკერები, სარდაფები, სადაც ადამიანები ჩაჰყავთ და აწამებენ. არ ვიცი ამის გამოძიება მოესწრება თუ არა არჩევნების მეორე ტურამდე, მაგრამ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ვამბობ, რომ ჩემთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას ცემას ედავება. საქმე ეხება შარდენის ქუჩაზე, კლუბ „ლ-ცენტროში“ ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძეს გირაოს სახით 5 000 ლარი შეეფარდა.

იტვირთბა....