სოფელ იორმუღანლოში TBC ბანკიდან TBC PAY-ის აპარატი მოიპარეს. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია 1500 ლარამდე თანხა.
მათივე თქმით, დამნაშავემ ფოიეში შეღწევა და აპარატის გატანა ცენტრალური კარის საშუალებით მოახერხა. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავაინ დაუკავებიათ.
ბანკში ამ დროისთვის შეჩერებულია ფინანსური ოპერაციების ნაწილის შესრულება. მუშაობა, სავარაუდოდ, ხვალიდან გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულუსხმობს.