„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შპს „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები არიან შეკრებილები. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
მმართველი პარტიის ოფისთან სხვა ჯგუფების წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც პერიოდულად „ქართული ოცნების“ ოფისში შედიან. მათი თქმით, შეხვედრებს პარტიის წარმომადგენლებთან, მათ შორის „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანთან, კახა კალაძესთან მართავენ.
როგორც ერთ-ერთმა პირმა „კურიერს“ განუცხადა, ის არის კოორდინატორი. სავარაუდოდ, კოორდინატორებთანაც მიმდინარეობს შეხვედრები.