უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ „ძველ გვარდიაში“ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ჯარისკაცად რჩება
ნუკრი ქანთარიას თქმით, ახლა მაქსიმალური კონსოლიდაცია ხდება, სამომავლოდ კი შესაძლოა, საკადრო ცვლილებებიც განხორციელდეს.
„ღარიბაშვილი როცა გადადგა, თქვა, რომ რჩება „ქართული ოცნების“ ჯარისკაცად. თუ საჭიროდ ჩათვლის, არაფერი იქნება გასაკვირი, თუ ღარიბაშვილი თავისი პირადი ინიციატივით იმოქმედებს და ალბათ, ასეც იქნება. ხდება მაქსიმალური კონსოლიდაცია. საკადრო ცვლილებები შესაძლოა, იყოს. თუმცა, ახლა ამის დრო არ არის. ფეხდაფეხ მოგვდევს „ნაციონალური მოძრაობის“ „მატრიოშკა“, რომელიც იქადნება და ასევე, სხვადასხვა ქვეყნიდან დამნაშაავეები. ეს საფრთხე უნდა ავიცილოთ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გუშინ გაავრცელა.