ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვახსოვს 7 ნოემბერი” – რუსთაველის გამზირზე ხვალ აქცია იმართება

“გვახსოვს 7 ნოემბერი”  – ამ ლოზუნგით სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ რუსთაველის გამზირზე ხვალ აქციას გამართავს. როგორც მოძრაობის წევრი ია მეტრეველი ამბობს, მსვლელობით ისინი პარლამენტის შენობასთან მივლენ, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილეები დაარბიეს.

ჩვენი საზოგადოება ხვალ ვიკრიბებით ოპერის წინ, 16:00 საათზე და ვაწყობთ აქციას, რათა გავიხსენოთ 7 ნოემბერი. მოგიწოდებთ ყველას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდით და იყავით ძალადობის მსხვერპლი, გული შეგტკიოდათ იმ ყველაფერზე, რაც მაშინ ქვეყანაში ტრიალებდა, ყველა ერთად შევიკრიბოთ და ყველამ ერთად ვუთხრათ არა ძალადობას, არა სააკაშვილის რეჟიმს და არა უსამართლობას. ეს მეტად მნიშვნელოვანია იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მოგიწოდებთ, ყველანი შევიკრიბოთ ოპერის წინ. შემდეგ შევუერთდებით რუსთაველის თეატრში მიმდინარე ანალოგიურ აქციას. იქ საზოგადოება 14:00 საათზე იკრიბება. ასეთი აქციები ასევე სხვადასხვა ადგილზეა დაგეგმილი. შემდეგ ყველა ერთად მსვლელობით გავივლით რუსთაველს, სადაც მოხდა ჩვენი დარბევა”, – თქვა ია მეტრეველმა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 4 ნოემბერსაც გაიმართა.

იტვირთბა....