aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შესაძლოა, ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის, დავით ნარმანიას თქმით, სემეკში ამ ეტაპისთვის შესულია განცხადება გაზის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით.  მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება დენისა და წყლის საფასურს, ნარმანია ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ამ ეტაპზე ჩვენთან შემოსული არის წინადადებები მხოლოდ გაზის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით. ესეც არის გეგმიური, ვინაიდან დადგენილი ტარიფები მოქმედებს ამ წლის ბოლომდე, შესაბამისად სემეკმა წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით უნდა განიხილოს ეს,თუმცა ეს დაკავშირებული არ არის კურსის ცვალებადობასთან“,-აცხადებს ნარმანია.

იტვირთბა....