ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ ფარცხალაძეს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

პირველ არხს ადვოკატებმა დაუდასტურეს, რომ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა.

ოთარ ფარცხალაძეს პროკურატურამ ბრალი 126-ე მუხლით, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარუდგინა. ადვოკატების ინფორმაციით, ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს.

იტვირთბა....