ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში გამთენიისას 3 წუთში ორი მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სამი წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა.

პირველი ბიძგები ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 14 კილომეტრში, სოფელ მართგაჯინაში თბილისის დროით 05:17 საათზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

05:20 საათზე კი 3.3 მაგნიტუდის ბიძგები საჩხერიდან რვა კილომეტრში, სოფელ დრბოსთან დაფიქსირდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იტვირთბა....