თბილისში, 11 წლის გოგონას ეძებენ. ელენე გიორბელიძე დილით, 9-ის ნახევარზე, ერთი წლით უმცროს ძმასთან ერთად მე-4 საჯარო სკოლაში წავიდა. როგორც ცნობილია, ძმა სკოლაში შევიდა, თუმცა გოგონა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უნახავთ.
როგორც ცნობილია, 11 წლის გოგონამ ძმას გამოსამშვიდობებელი წერილი დედასთან გაატანა.
მოზარდის ძებნის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. 11 წლის ბავშვის მშობლები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.