ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაიხსენეთ ნახევარ საათში გადაყენებული პრეზიდენტი, თქვენ გინდათ რომ ეს დაგაბრუნებინოთ?”

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილმა, მიხელ სააკაშვილის პერიოდის მმართველობა გაიხსენა.

როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს უფლება მარიხუანას კულტივაციაზე ისაუბროს, რადგან მათი მმართველი ცხვირში  კოკაინშეყრილია.

ის არსება რომელიც ამსტერდამში ზის ოთხ კედელს შორის და საკიპით ერთვება ჩვენს მოსახლეობას ყურსასმენგარჭობილი და ცხვირში კოკაინშეყრილი, “ნაციონალური მოძრაობა” მარიხუანას კულტივაციაზე გველაპარაკებით? მან მოწამლა მთელი ერი და ეს ადამიანი გინდათ? არაფორმალური მმართველი იქნება თქვენი თუ არ აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას?  არ დავუშვებთ.

მიხეილ ყაველაშვილმა, რომან გოცირიძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ გოცირიძეს პოლიტიკურად ცუდი გემოვნება აქვს.

ჩემს სფეროს შევეხები ბატონო რომან, იმასაც აღვნიშნავ, რომ ფეხბურთი გიყვართ ძალიან და ხშირად გვაქვს საუბარი. საკმაოდ კარგი გემოვება გაქვთ ფეხბურთში, მაგრამ პოლიტიკაში ნამდვილად ცუდი , იქიდან გამომდინარე ვისთანაც გაქვთ ურთერთობთ. 35-ე სკოლა იცით რომ განადგურებულია? ნორჩი დინამო იცით რომ განადგურებულია? მე მაქვს ფაქტები, რომ ბიუჯეტიდან დააფინანსეთ უცხოელი მწრთვნელები და ბიუჯეტიდან 10 მილიონი გადაიხადეთ. ისიც გაიხსენეთ ნახევარ საათში გადაყენებული პრეზიდენტი. იცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი? თვენი პრეზიდენტი, ცხვირში კოკაინშეყრილს მთელი მთავრობა ელოდებოდა როდის გაიღვიძებდა და ნაციონალური მოძრაობის ერთმა ფრთამ დაასწრო, რომ არჩევდნენ გიორგი ნემსაძეს. თქვენ გინდათ რომ ეს დაგაბრუნებინოთ? ეს გაუწონასწორებელი? ბატონო რომან, ვერ მოატყუებთ ქართველ ხალხს. შეცდომად აღვიქვამთ რომ კოჰაბიტაციაში შევედით თქვენთან. ეს იყო შეცდომა და ჩვენ გვონდოდა რომ ერთად მიგვეღო მონაწილეობა ქვეყნის განვითარებში. თვქნი ცვლილება არ იქნება. პოლიტიკურ სანაგვეზე გაგიშვებთ სამუდამოდ.

იტვირთბა....