ტელეკომპანია “პირველის” ეთერში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა ახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ბიძნა ივანიშვილის დღევანდელ მიმართვასა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.
როგორც ზაქარეშვილმა განაცხდა, ასეთი სერიოზული ბიძინა ივანიშვილი, როგორიც დღეს იყო არ ახსოვს.
როცა ივანიშვილმა ძველ გვარდიას მიმართა, ჩემი თავი ადრესატად არ აღმიქვამს. კმაყოფილი ვარ, რომ თავის დროზე “ქართული ოცნებიდან” წამოვედი, გუნდმა უარი მითხრა. აქედან გამომდინარე ძალიან შორს ვარ ამ ყველაფრისგან, რომ ჩემ თავზე მივიღო ივანიშვილის ეს განცხადება. მე ისინი არ მჭირდებიან.
ამ გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილი ნერვიული და დაძაბული იყო. ასეთი სერიოზული გამომეტყველების ბიძინა ივანიშვილი მე არ მახსოვს. მასზე აღბეჭდილია სირთულე. ივანიშვილი დარწმუნებული იყო, რომ გაიმარჯვებდა და ვაშაძე 27%-ზე მეტს ვერ აიღებდა. მას განცდა ქონდა, რომ ვისთვისაც არ უნდა დაეჭირა მხარი, ის გაიმარჯვებდა. ის ვერ აგვარებს კრიზის შიგნით პარტიაში და ამ მოგვრებას მოანდომა მთელი ქართველი ხალხის ჩართვა არჩევნებში. პრაქტიკულად დღეს რაც ხდება არის ის, რომ ქართველი ხალხი აგვარებს “ქართული ოცნბის” შიდა პრობლემებს.
სალომე ზურაბიშვილმა პირველი ტურის შემდეგ ორჯერ გააკეთა განცხადება და მართალი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ სულელური განცხადება. პირველად თქვა, რომ პირველ ტურში ჩვენ გავიმარჯვეთო. ვის რაში სჭირდება ეს წუწაობა. ყველამ კარგად იცის რომ ვაშაძეს უფრო ალალი და უფრო მკაფიოდ გამოყოფილი ხმები ქონდა. შემდგე განცხადება იყო რომ დავამარცხებთ პრორუსულ ძალასო. უკვე დავიღალეთ. ორივე პრორუსული ძალაა. გარდა იმისა, რომ პრორუსული ძალა ხარ სხვა რამე შეგიძლია შესთავაზო საზოგადოებას? “- განაცხადს პაატა ზაქარეიშვიმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვლმა მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ შესაძლოა პოლიტიკაში ძველი გვარდიაც მოიხმოს.