ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა.

სერგეენკოს განმარტებით, წოწკოლაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტსაც იკავებდა და მოხდა ამ ორი თანამდებობის გამიჯვნა.

აქედან გამომდინარე, გიორგი წოწკოლაური მინისტრის მოადგილედ რჩება, სოციალური მომსახურების სააგენტოს პოსტი კი ვაკანტურია.

„ბოლო ორი წლის ან ორწლინახევრის განმავლობაში ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ მინისტრის მოადგილისა და სააგენტოს დირექტორის პოზიცია შეგვეთავსებინა. რეალურად ეს არ უნდა იყოს შეთავსებული, რადგანაც სოციალური მომსახურების სააგენტო არის ინსიტუტი, რომელიც პრაქტიკულად სამინისტროს ბიუჯეტის 80%-ზე მეტს ხარჯავს. ეს არის მთავარი აღმასრულებელი. ეს იყო დროებითი ამოცანა, რომელსაც მოადგილე ითავსებდა. ჩვენ უკვე დავამთავრეთ რეფორმის სტრატეგია ჯანმრთელობის მსოფლიო ექსპერტებთან ერთად, სტრატეგიის განხორციელება დაიწყება დეკემბერში და პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ერთ ადამიანზე ორი ასეთი პასუხისმგებლობის შეთავსება დროებითი მოვლენა იყო და ეს დგება თავის კალაპოტში”, – განუცხადა დავით სერგეენკომსაზოგადოებრივ მაუწყებელს.

გიორგი წოწკოლაურმა სოცსააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ დონდუა ორი თვის წინ შეცვალა.

იტვირთბა....