არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი: თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, მე წავალ მათ წინააღმდეგ პირველი

„როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება” -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტინა უნდა.

„მინდა ვთქვა ყველას გასაგონად, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის, არავინ იფიქროს, რომ პარტიას რაიმე თავისთავადი ღირებულება გააჩნია, იგი არის საშუალება, რომლითაც უნდა მივაღწიოით უზენაეს მიზანს, ხალხის უკეთეს მომავალს, ამიტომაც, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე წავალ მათ წინააღმდეგ პირველი, მაგრამ არ შეიძლება საშუალება მივცეთ, ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა.“, – განაცხადა ივანიშვლმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

იტვირთბა....