ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად დაღუპული 6 წლის ბავშვის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც დაკავებული თურქეთის სამი მოქალაქის ადვოკატი, ვაჟა ხახუტაიშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფნი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
ადვოკატი აპირებს სასამართლოს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას სთხოვს.
„აღნიშნული პირები კარიერზე შავ, მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდნენ მათი ხელმძღვანელობის მითითებით. ისინი ამბობენ, რომ მათ მოვალეობაში არ შედიოდა აფეთქებითი სამუშაოები და არც პასუხისმგებლები არიან. აქედან გამომდინარე, აინტერესებთ რატომ დააკავეს. ისინი არც უარყოფენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მითითებით მოამზადეს გვირაბი, სადაც უნდა დამონტაჟებულიყო ასაფეთქებელი ნივთიერებები. ასევე განაცხადეს, რომ განლაგება და რაოდენობა გააკეთეს ამფეთქებლის მითითებით“, – განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა.
დაკავებულთათვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს ბრალდების მხარე, რადგან ფიქრობენ, რომ არსებობს მათი მიმალვის საფრთხე.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ქედაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ექვსი წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.