გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა.
როგორც ვაშაძე, დღეს გამართულ ბრიფიგნზე განაცხადა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ახლა გაიგო, რომ ქვეყანაში 150 000 ბავშვი შიმშილობს.
„პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მხრიდან ინფორმაცია გავრცელდა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ. როგორც ჩანს, მათ სამწუხაროდ, ახლა გაიგეს, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში და ბიუჯეტში, თურმე შესაძლებლობა ყოფილა, რომ მათ მეტი დახმარება მივცეთ.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბიუჯეტის პროექტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიტანა, არც ერთი ეს ინიციატივა გათვალისწინებული არ არის. მაშინ რა ხდება, რატომ აკეთებს ახლა ამ ყველაფერს და რატომ ამბობს ახლა ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“?! იმიტომ, რომ ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – მათ ეშინიათ სკამების დაკარგვის. ჩვენსა და მათ შორის განსხვავება სწორედ ეს არის, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ რა მომავალი აქვს საქართველოს, გვტკივა ის პრობლემები, რაც ხალხს აქვს და ამ საკითხებს ჩვენ წლების განმავლობაში ვაყენებდით. მათ კი, ამ საკითხებზე ზრუნვა დაიწყეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაინახეს, რომ სკამებს, თანამდებობებს დაკარგავენ. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, სად მიდიოდა მთელი ეს ფული, თუ ამის შესაძლებლობა ბიუჯეტში იყო?! მიდიოდა იმ კორუფციულ სქემებში, რომელსაც ისინი აწყობდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ მიეხედათ ხალხის პრობლემებისთვის, ისინი ფიქრობდნენ სასახლეების აშენებასა და საკუთარი ჯიბის გასქელებაზე. ეს მხოლოდ დასაწყისია, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს მივაღწევთ მეორე ტურამდე და მეორე ტურში, როცა გრიგოლ ვაშაძეგაიმარჯვებს, არამხოლოდ ამ პროექტებს, არამედ ბევრ სხვა პროექტსაც დავიწყებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
იტვირთბა....