ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ქობულია ვარაუდობს, რომ ტყიბულის შახტაში სამუშაოები დეკემბერში აღდგება

ტყიბულის მეშახტეებისთვის ხელფასების გადახდა არ შეწყვეტილა, ხოლო ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბრიდან აღდგება. ამის შესახებ ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, საერთაშორისო კომპანია აწარმოებს დეტალურ შემოწმებას, თუმცა ხელისუფლებამ თავისი რესურსებით კვლევა ჩაატარა.

ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დამთავრდება დეკემბერში. იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. სანამ ეს მუშაობა დაიწყება, ჩვენ შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ მოხდება ხელფასების გადახდა. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ხელფასები იქნება გადახდილი, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ჯერ არ მიმდინარეობს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ სადაც მუშაობას აღვადგენთ, ეს მუშაობა იქნება უსაფრთხო” – განაცხადა ქობულიამ.

მინისტრი ვარაუდებს, რომ სამშაოები დეკემბერში აღდგება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ, მიზეზად კი ანაზღაურების გადაუხდელობა დასახელეს.

 

იტვირთბა....