აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია: კანაფის კულტივაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული

კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა,

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან უკვე მიღებულია გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევის თაობაზე.

გახარიას განმარტებით, იურიდიული თვალსაზრისით, პროექტს გასაწვევი არაფერი სჭირდა და იურიდიულად გამართული იყო, მაგრამ საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევას დათანხმდა.

იტვირთბა....