დღეს, ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ, მიზეზად კი ანაზღაურების გადაუხდელობა დაასახელეს.
15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტაში რჩება, მეშახტეების ნაწილი კი მერიის წინ არის შეკრებილი პროტესტის ნიშნად – განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბრისას პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ.
დოლაბერიძის ცნობით, დღეს ჯი აი ჯი ჯგუფის ადმინისტრაციამ მუშებს განუცხადა, რომ აღარ აქვთ საშუალება, ხელფასები გადაუხადოს მეშახტეებს და ისინი უხელფასო შვებულებაში გაუშვა.
ჯერჯერობით უცნობია დათხოვნილთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა დოლაბერიძემ გვითხრა, რომ თითქმის მთელ კონტიგენტზეა საუბარი. ადმინისტრაციამ სამუშაოდ დატოვა მხოლოდ ის მორიგეები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია.
დოლაბერიძის თქმით, გაზაფხულზე ოთხი მეშახტის დაღუპვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე ივნისში შახტებმა მუშაობა შეწყიტა, თუმცა კომპანია იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას იხდიდა.
როგორც დოლაბერიძემ აღნიშნა, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში კომპანია იხდიდა ხელფასებს ისე, რომ ნახშირს არ მოიპოვებდა, პირველი ნოემბრიდან კი განაცხადა, რომ ვეღარ გადაიხდიდა ხელფასებს.