ახალი ამბები კრიმინალი მთავარი საზოგადოება

ახმეტაში, სოფელ მატანში 10-მდე საფლავი გაქურდეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 10-მდე საფლავი გაქურდეს.

როგორც ადგილობრივების ამბობენ, წაღებულია მონუმენტები და დაზიანებულია საფლავის ქვები. ასევე, მოპარულია ლითონის შემცველი ნაკეთობები, მათ შორის მესრის ჯაჭვები.

მოსახლეობა ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს და საფლავის ტერიტორიაზე დარაჯის აუცილებლობაზე საუბრობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

imedinews.ge

იტვირთბა....