ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ მათი მტკიცებულებები საკმაოდ სანდო და სარწმუნოა“ – ხორავას ქუჩის საქმის განხილვა განახლდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ მათი მტკიცებულებები საკმაოდ სანდო და სარწმუნოა, რამაც რსასამართლოს უტყუარი პოზიცია უნდა შეუქმნას, რომ მათ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღონ და ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნონ ბრალად შერაცხულ ქმედებაში.
“ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა კონკრეტული მტკიცებულებების სასამართლო პროცესზე დართვასთან დაკავშირებით.
დაველოდებით ადვოკატების პოზიციას. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გონივრული მოლოდინი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ დაცვაც იშუამდგომლებს გარკვეული შუამდგომლობების დართვასთან დაკავშირებით.
ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გარკვეული მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წარადგინა საპროცესო დოკუმენტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ამ მტკიცებულებებისთვის მტკიცებულების სტატუსის მინიჭება მოხდეს”, – აცხადებს ნადირაძე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში პროცესი განახლდა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, გარდაიცვალა.

იტვირთბა....