ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კილაძე: ია მეტრეველმა რაკი არ იცის, აქცია სად უნდა გამართოს, მე ვასწავლი

ჟურნალისტი ელისო კილაძე მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებას,  საგანგებო შტაბის შექმნის შესახებ  სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმიანება.

კილაძის თქმით, პირი რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას იმყოფებოდა და მკვლელობის თანამონაწილეა, დღეს სუსის მაღალჩინოსანი და ალეკო ტაბატაძის მარჯვენა ხელია.

„ია მეტრეველმა რაკი არ იცის აქცია სად უნდა გამართოს,მე ვასწავლი-პირი რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას იმყოფებოდა,და მკვლელობის თანამონაწილეა,დღეს სუსის მაღალჩინოსანი და ალეკო ტაბატაძის მარჯვენა ხელია.
როგორც კი რუსთაველზე ქოცების მხარდამჭერ შტაბს გახსნის,ფოტო და ვიდეომასალას სახალხოდ გადავცემ-იქ გამოჩნდება სამართალს ეძებს თუ ვაჭრობს“, – წერს კილაძე.

შეგახსენებთ, ია მეტრეველმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ შეიქმნება საგანგებო შტაბი და დაიწყებენ ბრძოლას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

პრესკონფერენციას იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი, სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი, გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი და ვახტანგ მაიასაიას მეუღლე, ელენე მაღრაძე ესწრებოდნენ.

პრესკონფერენციის მონაწილეებმა საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდეს.

ია მეტრეველმა რაკი არ იცის აქცია სად უნდა გამართოს,მე ვასწავლი-პირი რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას…

Gepostet von ელისო კილაძე am Donnerstag, 1. November 2018

იტვირთბა....