არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: ბიძინა ივანიშვილის გუნდის დამარცხება მეორე ტურში გარდაუვალია

„ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ თავიდანვე განაცხადა, რომ ყველა პროდასავლურ კანდიდატს დაუჭერდა მხარს.

„სკოლაშიც გვასწავლიდნენ იგავს – „მაოხრებელი გზირი“. გარდაუვალია ბიძინა ივანიშვილის გუნდის, „ქართული ოცნების“ გუნდის დამარცხება მეორე ტურში. სანამ ეს მოხდება, აბსოლუტურად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო განცხადებებით, მანამდეც აყენებენ ზიანს მოქალაქეებს. როცა მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამოქალაქო ომი იქნება, თუ მოიგებს ოპოზიციაო და ყველამ იცის, რომ ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია, ბუნებრივია, ეს ქმნის საფრთხის განცდას, რაც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იტვირთბა....