რამდენიმე დღის წინ გორში ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სცემა, დედა დაჭრა, მცირეწლოვან შვილს კი პირში გაურკვეველი ნივთიერების შემცველი აბები ჩაუტენა. ამის შესახებ ინფორმაციას “დიანიუსი” ავრცელებს.
როგორც “მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და საქმე უკვე პროკურატურას გადაეცა. მამაკაცის დაკავების შემდეგ ჩატარებული პირადი ჩხრეკის საფუძველზე სამართალდამცავებმა სავარაუდოდ ამოიღეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. მას ორი მუხლით წარედგინა ბრალი ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკების შეძენა შენახვისთვის. მამაკაცი ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო ცენტრ „გორმედში“, ამ დრომდე იმყოფება.