არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: იქნებ ვიღაცას მართლა აწამებდნენ

გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ყოფილ მაღალჩინოსნების შეწყალების შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook- ზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, ვაშაძემ ყველას არგუმენტები უნდა მოისმინოს.
“რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, მიმაჩნია, რომ აქაც უნდა იყოს კანონის უზენაესობა დაცული, მე მგონია, რომ ხელაღებით არაფერი არ უნდა მოხდეს, ვაშაძემ უნდა მოისმინოს, მათ შორის, თუნდაც ამ ქოცპროკურატურის არგუმენტები – იქნებ ვიღაცა მართლა წამებაში იყო, იქნებ, რაღაცა… მე მაგალითად ვიცი, რომ ახალაია გასამართლებულია კანონიერი ქურდების ჩვენებით, მაგრამ მოვისმინოთ, იქნებ რამე აქვთ, იქნებ რამე აქვთ სხვებზე, იქნებ რომა შამათავა მართლაც ის გმირია არაა, მე რაც ვიცოდი და არის ცივსისხლიანი მკვლელი, რავიცი, იქნებ მართლა რაღაცა აქვთ, რაც ჩვენ არ ვიცით”, – ამბობს სააკაშვილი.

იტვირთბა....