ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებელი 45 მილიონი ლარის ოდენობით სესხს იღებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ქეთი მსხილაძემ On.ge-სთნ საუბარში დაადასტურა, რომ საზმაუ ტექნიკური გადაიარაღებისთვის 45 მილიონ ლარის ოდენობის სესხს იღებს. თანხმობა სამეურვეო საბჭოსგან უკვე მიიღო.

მისი თქმით, ამ თანხით ტელევიზია სრულად გადაიარაღდება, ბანკიდან აღებული სესხი კი ექვსი წლის განმავლობაში დაიფარება.

ნელ-ნელა რაღაც ტექნიკას ვყიდულობდით, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლიდა. ეს იყო ხანძრის ჩაქრობის ტაქტიკა”, — ამბობს მსხილაძე და დასძენს, რომ რიგი ღონისძიებების გაშუქების დროს მაუწყებელს ტექნიკის ქირაობა უწევდა, რაშიც რამდენიმე მილიონი იხარჯებოდა.

მისი თქმით, ბანკიდან აღებული სესხი მაუწყებლის ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

მიღებული სესხის ხარჯვას გააკონტროლებს ბანკი და ჩვენ გვეყოლება ტექნიკური კონსულტანტი, რომელიც შეამოწმებს გამოცხადებულ ტენდერებს. გარდა ამისა, ყოველწლიური გარე აუდიტი შემოვა”, — ამბობს სამეურვეო საბჭოს წევრი.

კითხვაზე, 45 მილიონიანი სესხის პირობებში, როგორ ააშენებს მაუწყებელი დაანონსებულ ახალ შენობას, მსხილაძე პასუხობს, რომ ხარჯი საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული მიწის ფართის გაყიდვით დაიფარება

იტვირთბა....