ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ძალიან კარგად იცის თუ რატომ დააკავეს ფოტოგრაფები.
ამ განცხადებას გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს საგარეო საქმეთა სამინისტროში არასდროს უმუშავია.
ვინ არის გიორგი აბდალაძე? წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობთ. ეს ადამიანი არასდროს არ მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მან უნდა მიმართოს პროკურატურას და სამართალდამცველ ორგანოებს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ 2011 წელს ვაშაძე ამბობდა, რომ ამ საქმეში არსებობს მყარი მტკიცებულები, მან განაცხადა, რომ არასდროს ასეთი რამ არ უთქვამს.
ნუ ამახინჯებთ ჩემს ნათქვამს. მე ასეთი რამ არასდროს მითქვამს. მე ვამბობდი, რომ სამართალდამცველ ორგანოებს და პროკურატურას აქვს მყარი მტკიცებულებები“, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.